მიხეილ დაუშვილი - ბრძოლის ყველა საშუალებას ვიყენებთ, მათ შორის საპარლამენტო ინსტრუმენტებს, კომფორტის ზონა რომ არ იყოს „ოცნებისთვის“, ბოიკოტი ამიტომ არ გამოვაცხადეთ
ბრძოლის ყველა საშუალებას ვიყენებთ, მათ შორის საპარლამენტო ინსტრუმენტებს. კომფორტის ზონა რომ არ იყოს „ოცნებისთვის“, ბოიკოტი ამიტომ არ გამოვაცხადეთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანა ევროატლანტიკური განვითარების გზაზე დააბრუნოს.
„ბრძოლის ყველა საშუალებას ვიყენებთ, მათ შორის საპარლამენტო ინსტრუმენტებს, თუმცა ჯერჯერობით მოვლენების განვითარებას დავაკვირდებით, არაფერია გამორიცხული. გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას, რათა საბოლოოდ საქართველო დავაბრუნოთ ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ქვეყანას საფრთხე არ შეექმნას. არ მითქვამს, რომ ბოიკოტი შეიძლება გამოვაცხადოთ, მაგრამ ვნახოთ. კომფორტის ზონა რომ არ იყოს „ოცნებისთვის“, ბოიკოტი გუშინ სწორედ ამიტომ არ გამოვაცხადეთ“, – აღნიშნა დაუშვილმა.