მიხეილ დაუშვილი - ჩვენ გვჭირდება განვითარება და არა ხელჩართული ბრძოლა პარლამენტის დარბაზში
მიხეილ დაუშვილი - ჩვენ გვჭირდება განვითარება და არა ხელჩართული ბრძოლა პარლამენტის დარბაზში

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებით, რადიკალიზაციის გაზრდით ქვეყანა ზიანდება.

მისივე თქმით, ამ ყველაფერის გამო მოქალაქეები მძიმე ფასს იხდიან.

„სამწუხაროდ, ერთმანეთთან ხელჩართულ ბრძოლაში გადავიდნენ, ეს არის რეალობა. სინამდვილეში, ამ ადამიანებს არ აინტერესებთ, რა არის ხალხისა და ქვეყნის რეალური პრობლემები. მათ აინტერესებთ მხოლოდ ერთმანეთთან დაპირისპირება, რადიკალიზაციის გაზრდა და საბოლოო ჯამში ამით აგებს ჩვენი ქვეყანა. ამ ყველაფრის გამო ძალიან მძიმე ფასს იხდიან ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ გვჭირდება განვითარება და არა ერთმანეთს შორის ხელჩართული ბრძოლა პარლამენტის დარბაზში“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.