მიხეილ დაუშვილი - აბა, მე მკითხეთ, ზურა გირჩთან ან გაურკვეველ გადმორიცხვებს რომ იღებს, იმ ხოშტარიასთან თანამშრომლობას ვაპირებთ? თავიანთ საქმეს მიხედონ
მიხეილ დაუშვილი - აბა, მე მკითხეთ, ზურა გირჩთან ან გაურკვეველ გადმორიცხვებს რომ იღებს, იმ ხოშტარიასთან თანამშრომლობას ვაპირებთ? თავიანთ საქმეს მიხედონ

აბა, მე მკითხეთ, ზურა გირჩთან ან გაურკვეველ გადმორიცხვებს რომ იღებს, იმ ხოშტარიასთან თანამშრომლობას ვაპირებთ? თავიანთ საქმეს მიხედონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განუცხადა.

დაუშვილს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვით, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“, რომელთაც ახალი საარჩევნო გაერთიანება შექმნეს, გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

„ვინმე ეხვეწებათ თანამშრომლობას? ცოტა სერიოზული მკითხეთ. ჩვენთან თავად რომ არ ითანამშრომლებენ, ვინმე ჩვენგანი მათთან თანამშრომლობას აპირებს? აბა, მე მკითხეთ, ზურა გირჩთან ან გაურკვეველ გადმორიცხვებს რომ იღებს, იმ ხოშტარიასთან თანამშრომლობას ვაპირებთ? თავიანთ საქმეს მიხედონ. ერთადერთი მიზანი აქვთ, როგორღაც პარლამენტში ამოყონ თავი და ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახონ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან.