მიხეილ დაუშვილი - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან, და განსაკუთრებით „ნაცმოძრაობასთან“, არავითარ გაერთიანებას არ განვიხილავთ
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან, და განსაკუთრებით „ნაცმოძრაობასთან“, არავითარ გაერთიანებას არ განვიხილავთ, არავითარი გაერთიანება არ იქნება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
„ვინ და როგორ გაერთიანდება, ეს მათი საქმეა, ხოლო რა იქნება პროდუქტიული და რა – არა, ამას, საბოლოო ჯამში, არჩევნები გვაჩვენებს. არ მჯერა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების ფორმულა „ნაცმოძრაობასა“ და „სტრატეგიას“ აქვთ. რაც შეეხება ეკა ბესელიას, ვინ რას აპირებს, არ ვიცი. გამიჭირდება, სიღრმეებში შევიდე“, – აღნიშნა დაუშვილმა.