მიხეილ ჩხენკელი თელავის თეატრში სპექტაკლის „კოვიდ-19“, ანუ შეზღუდვები ქართულად“ პრემიერას დაესწრო
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 30-31 ივლისს ახალი სპექტაკლის „კოვიდ-19“, ანუ შეზღუდვები ქართულად“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სპექტაკლის ჩვენება ღია ცის ქვეშ გაიმართა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ღია სივრცეებში ღონისძიებების ორგანიზების შესახებ გათვალისწინებული იყო.
პიესა თელავის თეატრისთვის ნიკა რამიშვილმა დაწერა. „კოვიდ-19“, ანუ შეზღუდვები ქართულად“ შეზღუდვების ფონზე ერთ ოჯახში განვითარებულ ამბავს მოგვითხრობს.
სპექტაკლის შემდეგ მიხეილ ჩხენკელმა თელავის თეატრის რეჟისორსა და დასს პრემიერა პირადად მიულოცა, სამინისტროს სამსახსოვრო საჩუქრები გადასცა, წარმატება და პროფესიული წინსვლა უსურვა.
„კოვიდ-19“, ანუ შეზღუდვები ქართულად“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა. აღსანიშნავია, რომ ეს ქართულ თეატრალურ სივრცეში პირველი სპექტაკლია, რომელიც პანდემიის თემატიკას ეხება.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელია კახა გოგიძე; სცენოგრაფია და კოსტუმები მხატვარ ქეთი ნარეკლიშვილს ეკუთვნის; რეჟისორის თანაშემწე – დავით ნაცვლიშვილი.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ზურა ლომიძე, ეთერ ბაბილაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნონა ხუმარაშვილი, დათა ხუნაშვილი, მარიამ მაისურაძე, ლექსო რაზმაძე-ცინკვერაშვილი.