მიხეილ ჩხენკელი - როგორც ჩანს, პრეზიდენტი განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს თვალ-ყურს არ ადევნებს
როგორც ჩანს, პრეზიდენტი განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს თვალ-ყურს არ ადევნებს, რადგან მისი მინისტრობის შემდეგ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ძალიან ბევრი რამ გაკეთდა მეცნიერების განვითარების და ინტერნაციონალიზაციის განვითარების კუთხით; საქართველო „ჰორიზონტი 20/20“-ის ასოცირებული წევრი გახდა, რაც მეცნიერების დაფინანსების კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია; მრავალი პროექტი დაინერგა ახალგაზრდა მეცნიერების წახალისების კუთხით; ცოტა ხანში საქართველო „ცერნის“ ასოცირებული წევრი გახდება, რაც ჩვენი მეცნიერებისთვის უაღრესად დიდი ნაბიჯი იქნება და ა.შ“, – განაცხადა ჩხენკელმა.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, უნივერსიტეტების ავტორიზაციის პროცესში და პროგრამული აკრედიტაციის კუთხით ევროპული სტანდარტები დაინერგა, რაშიც დიდი შრომა ჩაიდო და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ამას არ ხედავს.