მიხეილ ჩხენკელი - პრემიერ-მინისტრმა განათლების ტრანსფორმირების სამიტზე ხაზგასმით ისაუბრა განათლების უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისთვის
პრემიერ-მინისტრმა თავის მოხსენებაში ხაზგასმით ისაუბრა განათლების უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე ქვეყნის და საზოგადოების განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალურად ისაუბრა 800 ახალი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის გრანდიოზული პროექტის შესახებ, რომელშიც ერთი მილიარდი ლარი დაიხარჯება.
„გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე განათლების ტრანსფორმირების სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. მან თავის მოხსენებაში ხაზგასმით ისაუბრა განათლების უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისთვის. მან მონაწილეებს დეტალურად მოუყვა 800 ახალი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის გრანდიოზული პროექტის შესახებ, რომელშიც, როგორც მოგეხსენებათ, დაიხარჯება ერთი მილიარდი ლარი, რაც ნათელი დასტურია, რომ განათლებაზე ზრუნვა არის ჩვენი მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.