მიხეილ ჩხენკელი - განათლების სამინისტროში დიდ რეორგანიზაციას ვგეგმავთ
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში რეორგანიზაცია იგეგმება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში განაცხადა, სადაც სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა.
განათლების მინისტრის განცხადებით, უწყებაში რეორგანიზაცია თვის ბოლომდე დასრულდება. ამასთან, ჩხენკელს არ დაუკონკრეტებია რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდება თუ არა საკადრო ცვლილებები.
„განათლების სამინისტროში მალე ვგეგმავთ დიდ რეორგანიზაციას. რეორგანიცაზია რესურსების ოპტიმიზაციის და ხარისხის ამაღლების კუთხით მოხდება და ყველა დეპარტამენტს შეეხება, მათ შორის ახალგაზრდობის დეპარტამენტსაც, რომელიც განათლების სამინისტროს მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ დაექვემდებარა“, – აღნიშნა ჩხენკელმა.