მიხეილ ჩხენკელი - ჩვენი დროის გმირების მაგალითზე ღირსეული თაობები აღიზრდებიან
მიხეილ ჩხენკელი - ჩვენი დროის გმირების მაგალითზე ღირსეული თაობები აღიზრდებიან

პატივს მივაგებ და ქედს ვიხრი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ჩვენი დროის გმირებმა თავი გაწირეს საქართველოს ერთიანობისა და მისი ნათელი მომავლისათვის. მადლობა თითოეულ მათგანს თავდადებისა და თავგანწირვისთვის. ამ გმირობის მაგალითზე ღირსეული თაობები აღიზრდებიან!“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.