მიხეილ ჩხენკელი - ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, „ტელესკოლის“ პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული როლი ენიჭება აბიტურიენტის საათს, სადაც აბიტურიენტები იღებენ კონსულტაციებს წამყვანი სპეციალისტებისაგან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.
„როგორც მოგეხსენებათ, ტელესკოლის პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული როლი ენიჭება აბიტურიენტის საათს, სადაც აბიტურიენტები იღებენ კონსულტაციებს ჩვენი წამყვანი სპეციალისტებისაგან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. ასევე მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩვენ გავახანგრძლივეთ ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა, მაგრამ ეს არანაირად არ ეხება თვით ეროვნული გამოცდების თარიღებს. ამ ეტაპზე, ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.