მიხეილ ჩხენკელი - წინა ხელისუფლების დროს მიზანმიმართულად ხდებოდა განათლებისა და მეცნიერების სფეროს დაკნინება, ამის შედეგებს ვიმკით ახლა
მიხეილ ჩხენკელი - წინა ხელისუფლების დროს მიზანმიმართულად ხდებოდა განათლებისა და მეცნიერების სფეროს დაკნინება, ამის შედეგებს ვიმკით ახლა

რეფორმა, რაც განხორციელდება განათლების სფეროში, არ ნიშნავს, რომ ამის ეფექტს ხვალ უკვე დავინახავთ, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ცვლილება თუ მოხდა პირველკლასელებისთვის, ამის ეფექტი იქნება  10-12 წლის შემდეგ, როდესაც გაიზომება ახლანდელი პირველკლასელის მთელი სასკოლო განათლება.

„მოგეხსენებათ, რომ 90-იან წლებში სერიოზული დარტყმა მიიღო განათლების სისტემამ. წინა ხელისუფლების დროს მიზანმიმართულად ხდებოდა განათლებისა და მეცნიერების სფეროს დაკნინება, ამის შედეგებს ვიმკით ახლა. დანგრევა ძალიან ადვილია, აშენება არის საკმაოდ რთული და გრძელვადიანი პროცესი. ხალხი, რომელიც განათლების რეფორმას ახორციელებს, ჩვენი გუნდი, ეს გახლავთ განათლებისა და მეცნიერების სფეროს ჭეშმარიტი სპეციალისტები, ხალხი, რომელიც ზედმიწევნით იცნობს ამ სფეროს, რადგან ამ სფეროს წარმოადგენენ. ამ პროცესს დასჭირდება გარკვეული დრო, აგურ-აგურ ვაშენებთ სისტემას, რომელიც აუცილებლად გაგვიყვანს სასურველ შედეგებზე, ევროპულ სტანდარტზე, ეს სავსებით შესაძლებელია და აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.