მიხეილ ჩხენკელი - 2018-2022 წლების მონაცემების თანახმად, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობის მკვეთრი ცვლილება არ აღინიშნება და მერყეობს 1-2%-ის ფარგლებში
მიხეილ ჩხენკელი - 2018-2022 წლების მონაცემების თანახმად, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობის მკვეთრი ცვლილება არ აღინიშნება და მერყეობს 1-2%-ის ფარგლებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ, სიტყვით გამოსვლისას სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისივე თქმით, სტუდენტის სტატუსის შეჩერების მიზეზი შესაძლოა, სხვადასხვა იყოს.

„როგორც უცხო ქვეყანაში სწავლა, ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, სტუდენტის პირადი განცხადება მიზეზის მითითების გარეშე; ფინანსური დავალიანება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოებები“, – აღნიშნა ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, 2018-2022 წლების მონაცემების თანახმად, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობის მკვეთრი ცვლილება არ აღინიშნება და მერყეობს 1-2%-ის ფარგლებში.