მიხეილ ბატიაშვილი ტყიბულისა და თერჯოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა
მიხეილ ბატიაშვილი ტყიბულისა და თერჯოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დღეს მიხეილ ბატიაშვილი ტყიბულისა და თერჯოლის დამსახურებულ პედაგოგებსა და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს შეხვდა და მათ განათლების რეფორმის მიმართულებები გააცნო.

შეხვედრაზე მინისტრმა სახელმწიფოს მიერ საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის შეთავაზებული ჯილდოს შესახებ ისაუბრა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ბატიაშვილმა მადლობა გადაუხადა საპენსიო ასაკის ყველა პედაგოგს, რომლებმაც არაერთი წარმატებული თაობა გაზარდეს. დღეს კი, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღებით ღირსეულად ასრულებენ მრავალწლიან პედაგოგიურ საქმიანობას.

„განათლება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს დადასტურებულია იმით, რომ ბიუჯეტის 25 პროცენტი განათლების სისტემის რეფორმირებაში დაიხარჯება. რესურსი მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სკოლების მშენებლობას, ასევე პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდასა და თანამდეროვე სასწავლო გარემოს შექმნას. ამ პროცესში პედაგოგის როლი უმთავრესია. სწორედ ამიტომ, სექტემბრიდან როგორც პედაგოგთა, ასევე სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები გაიზრდება და ეს ზრდა, ყოველწლიურად გაგრძელდება“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

განათლების რეფორმის ფარგლებში, ტყიბულსა და თერჯოლაში მიმდინარეობს და დაგეგმილია სკოლების მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია.