მიხეილ ბატიაშვილი - მოსწავლეები ერთი კვირის შემდეგ დაუბრუნდებიან სკოლას და გაცდენილ მასალას აინაზღაურებენ
მიხეილ ბატიაშვილი - მოსწავლეები ერთი კვირის შემდეგ დაუბრუნდებიან სკოლას და გაცდენილ მასალას აინაზღაურებენ

მოსწავლეები ერთი კვირის შემდეგ დაუბრუნდებიან სკოლას და გაცდენილ მასალას აინაზღაურებენ, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას, რომელიც ეხებოდა ვირუსების გავრცელებას. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, სწავლის დაწყება ერთი კვირით გადაიდოს. ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა არის ყველაზე მთავარი, ასევე მნიშვნელოვანია პედაგოგების ჯანმრთელობა. ამ პერიოდის განმავლობაში სიტუაცია მნიშვნელოვნად გამოსწორდება, ერთი კვირის შემდეგ დაუბრუნდებიან ჩვენი მოსწავლეები სკოლას და გაცდენილი მასალის ანაზღაურებას შეძლებენ“, – აცხადებს განათლების მინისტრი.

გრიპის ვირუსის გამო, საჯარო სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების შესახებ განცხადება განათლების სამინისტრომ დღეს გაავრცელა.