მიხეილ ბატიაშვილი - მიხეილ გიორგაძემ მინისტრის მოადგილის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა
მიხეილ ბატიაშვილი - მიხეილ გიორგაძემ მინისტრის მოადგილის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მიხეილ გიორგაძემ მინისტრის მოადგილის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, მიხეილ გიორგაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებით უკვე მიმართა.

მინისტრმა მიხეილ გიორგაძეს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

კითხვაზე, ვინ შეცვლის მიხეილ გიორგაძეს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები უნდა გაიმართოს.

„რაც შეეხება კულტურის სფეროს, ვფიქრობთ, სჭირდება რეფორმირება, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების ჩართულობას. ამ მიმართულებით ჩამოვაყალიბებთ  კონკრეტული ნაბიჯების ხედვას, რაც მნიშვნელოვანი იქნება ამ სფეროს განვითარებისთვის. მსჯელობას დავიწყებთ და როგორც კი გვეცოდინება, შეგატყობინებთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მიხეილ გიორგაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა დღეს დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე დაწერა, სადაც ასევე აღნიშნავს, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.