მიხეილ ბატიაშვილი - გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების 1200 სტუდენტს სწავლა დაუფინანსდება
მიხეილ ბატიაშვილი - გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების 1200 სტუდენტს სწავლა დაუფინანსდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების 1200 სტუდენტს სწავლა დაუფინანსდება.

„მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ საკითხი, რომელიც შეეხება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს. იქ საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ბევრი სტუდენტი გვყავს და დღევანდელი გადაწყვეტილებით, 2018-2019 წლებში 1200 სტუდენტი მიიღებს დაფინანსებას. ეს ყველაფერი ბიუჯეტში ჩასმულია. ეს არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მხარდაჭერა და ვფიქრობთ, იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი მათი დახმარების კუთხით. ჯამში ორი წლის განმავლობაში ამისთვის დაახლოებით სამი მილიონი ლარია გამოყოფილი”, – განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, პროგრამები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე სოფლების სტუდენტებისთვის გაგრძელდება.