მიხეილ ბატიაშვილი - დღეს განათლების სისტემას მრავალი დაავადება აქვს, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით სწორი გეზის აღება სჭირდება
დღეს განათლების სისტემას მრავალი დაავადება აქვს, რომელსაც სჭირდება ბევრი კომპონენტის მიხედვით, სხვადასხვა მიმართულებით სწორი გეზის აღება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ჩემი მთავარი პრიორიტეტია, მივაღწიო იმ სტრატეგიას, რომელიც იქნება მაქსიმალურად ერთობლივი შეთანხმების კომპონენტი სკოლას, უმაღლესს, პროფესიულს, აკადემიურ წრეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს შორის”, – განაცხადა ბატიაშვილმა.
მისივე თქმით, ეს რთული ამოცანაა, მაგრამ რეფორმა არ არის ერთ ფურცელზე დაწერილი რეცეპტი, რომელიც ზოგჯერ ერთ დაავადებასაც ვერ შველის.
„დღეს განათლების სისტემას მრავალი დაავადება აქვს, რომელსაც სჭირდება ბევრი კომპონენტის მიხედვით, სხვადასხვა მიმართულებით სწორი გეზის აღება, ამიტომ ჩემი ამოცანა იქნება, მივაღწიოთ ისეთ დოკუმენტს, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკისგან და ორიენტირებული იქნება გრძელვადიან განვითარებაზე. ეს უნდა გახდეს ერთი მთლიანი ხერხემალი, რომელზეც ყველა მხარე იქნება შეთანხმებული“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.