მიხაილო პოდოლიაკის ინფორმაციით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი განახლდა
მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი განახლდა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა „უკრინფორმთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მოლაპარაკებები განახლდა. მხარეებს შორის საკმაოდ რთული დისკუსიები მიმდინარეობს“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას.
უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენელებს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გუშინ დაიწყო. განხილვების შემდეგ მხარეებმა ტექნიკური შესვენება აიღეს 15 მარტამდე.