მიხაილო პოდოლიაკი - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სიამოვნებით ადევნებს თვალს, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინას და შემდეგ სთავაზობს პლატფორმას რუსეთს გენოციდის პროპაგანდისთვის
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ომის პროპაგანდისტი უწოდა. ეს განცხადება მიხიალო პოდოლიაკმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სიამოვნებით ადევნებს თვალს, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინას და შემდეგ სთავაზობს პლატფორმას რუსეთს გენოციდის პროპაგანდისთვის. თვალსაჩინოა, რომ რუსულ ფულს, რომელიც ოლიმპიურ თვალთმაქცობას ყიდულობს, უკრაინული სისხლის სუნი არ აქვს“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერში“.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი ამგვარად გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს შესაძლებლობას, რომ რუს სპორტსმენებს ოლიმპიადებში მონაწილეობის უფლება მიეცეთ.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, რომ რუსეთი 2024 წელს პარიზში დაგეგმილი ოლიმპიადიდან მოხსნან და რუს სპორტსმენებს ნეიტრალური დროშითაც კი არ ჰქონდეთ სპორტულ ასპარეზობებში მონაწილეობის უფლება.