მიხაილ პოდოლიაკი - ნებისმიერი ფუნდამენტური გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე, უდავოა, რომ ასეთი შეხვედრა მშვიდობის გასაღებია
უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა არის გასაღები მშვიდობის აღსადგენად და ასეთი სამიტი შეიძლება ჩატარდეს მაშინ, როდესაც შემუშავდება შესაძლო კომპრომისები პირისპირ საუბრისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ნებისმიერი ფუნდამენტური გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ორი ქვეყნის – უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე. უდავოა, რომ ასეთი შეხვედრა მშვიდობის გასაღებია. მზადდება და მზად იქნება, ჩვენ გვაქვს კონტაქტები ჩვენს პარტნიორებთან, რომელთაც ამ შეხვედრის ორგანიზება სურთ, ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული ომის ცხელი ფაზის დასრულებით. როდესაც სამუშაო ჯგუფები მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში შეიმუშავებენ წინასწარ დოკუმენტებს და პრეზიდენტებს გადაეცემათ, ისინი შეაფასებენ და ეს უკვე „საგზაო რუკაა“, რომლის განხილვა პირისპირ შესაძლებელია, მაშინ ეს შეხვედრა ჩატარდება“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, ეს შეხვედრა როდის ჩატარდება მან არ იცის და კონკრეტული თარიღი ჯერ არ არის.
მისი განცხადებით, უკრაინამ აჩვენა საკუთარი საბრძოლო, ლოგისტიკური მზადყოფნა და შეძლო ომის ინფრასტრუქტურის აშენება, ეს კი შესაძლებელს ხდის სწორი მოლაპარაკებების წარმოებას და პრეზიდენტისთვის ძალიან კარგი პოზიციის მომზადებას.