მიხაილ ზიბერტი - რეკომენდაციების მხრივ ყველაფერი წინაა და ბურთი საქართველოს მოედანზეა, მთავრობას სთხოვეს ინკლუზიურობა, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მიიღონ ამაში მონაწილეობა
ყველაფერი ჯერ წინაა, დეკემბერიც და ოქტომბერიც კი, როდესაც კომისიის მიერ გაფართოების ანგარიში გამოქვეყნდება. ყველაფერი წინაა და ბურთი კვლავ საქართველოს მოედანზეა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა, მიხაილ ზიბერტმა 12 რეკომენდაციაზე საუბრისას განაცხადა.
ზიბერტის თქმით, რეკომენდაციების შესრულებაში ყველა უნდა ჩაერთოს.
„12 რეკომენდაციაზე საუბრობდით და ყველაფერი სწორედ ამის გარშემოა. ეს არის კანონშემოქმედებითი პროცესი, არა მხოლოდ ქაღალდზე ნორმების გაწერა, არამედ უფრო მეტად მათი იმპლემენტაცია და ის, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი. მთავრობას სთხოვეს ინკლუზიურობა, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა“, – განაცხადა ზიბერტმა.