მიხაილ პოდოლიაკის ინფორმაციით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 21 მარტს გაგრძელდება
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 21 მარტს ონლაინ ფორმატში გაგრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
„ხვალ, დილით შემდეგი რაუნდია. იქამდე სამუშაო ქვეჯგუფებში უაღრესად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა“, – თქვა პოდოლიაკმა.
მანამდე უკრაინის დელეგაციის წევრმა და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ საექსპერტო ჯგუფების დონეზე მოლაპარაკებები ყოველდღე გრძელდება.