მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინას ბელგოროდის ოლქში მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ აქვს
უკრაინას ბელგოროდის ოლქში მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
პოდოლიაკის თქმით, „უკრაინა ინტერესით აკვირდება რუსეთის ბელგოროდის ოლქის მოვლენებს და სწავლობს სიტუაციას, თუმცა არავითარი კავშირი არ გააჩნია“.
„ტოტალიტარულ ქვეყანაში ერთადერთი მამოძრავებელი პოლიტიკური ძალა ყოველთვის, გარდაუვლად იქცევა პარტიზანულ მოძრაობად იარაღით ხელში“, – წერს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტები იმყოფებიან და მათთან ბრძოლა მიმდინარეობს. რუსული მედია იუწყება რამდენიმე დაშავებული სამოქალაქო პირის შესახებაც.