მიხაილ პოდოლიაკი - სავიზო შეზღუდვები არის პირველი ნაბიჯი რუსეთში ბუნტისკენ
სავიზო შეზღუდვები არის პირველი ნაბიჯი რუსეთში ბუნტისკენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისისი ხელმძღვანელის მოადგილე მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება აუცილებელია, რადგან ეს მათ ომის პასუხისმგებლობაზე დააფიქრებს.
„რატომ არის საჭირო რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება? ომის დაწყებიდან ნახევარი წელი გავიდა და მათ არ აღელვებთ მასობრივი მკვლელობები, ქალაქების ნგრევა, ბირთვული შანტაჟი, ბუჩა ან მარიუპოლი. მხოლოდ საუბრებმა ვიზების დაკარგვის შესახებ დაუბრუნა მათ ომის გაცნობიერების უნარი და პასუხისმგებლობა. და ეს არის პირველი ნაბიჯი – ბუნტისკენ რუსეთში“, – დაწერსა პოდოლიაკმა ტვიტერის გვერდზე.