მიხაილ პოდოლიაკი - საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროკავშირის წევრი.
„ამ პერიოდში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა არ ექნება, ევროპული ღირებულებების აბსოლუტური უარყოფის, მაქსიმალურად პრორუსული, გენოციდური ტიპის ქცევის გამო, საკუთარი ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამინდელ პრეზიდენტის დემონსტრაციულად დამცირების გამო. ზურაბიშვილი ხდება იმპიჩმენტის შესახებ კანონის სამიზნე და არის მაქსიმალურად ამაზრზენი ქცევა ხელისუფლების მხრიდან, სახელწოდებით „ქართული ოცნება“. საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის, როგორც ასეთის, წევრი“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკმა ასევე ისაუბრა საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შესახებ და აღნიშნა, რომ ევროპელი დიპლომატი შეეცადა პოტენციური პარტნიორები სწორ გზაზე დაეყენებინა.
„მე მომწონს ბატონი ბორელისა და ევროკავშირის სხვა წარმომადგენლების პოზიცია, რომლებიც ცდილობენ დიალოგის ფორმატში ახსნან თანამედროვე სამყაროს პრინციპები და სწორ გზაზე დააყენონ პოტენციური პარტნიორები. ბორელი ცხადყოფს, რომ რუსეთის გვერდით სვლა, რუსული მიმართულებით სვლა ნიშნავს ცნობილი გემის გაყოლას. შესაბამისად, მეჩვენება, რომ ძალიან სულელი ადამიანი უნდა იყო, ამასთან ერთად, იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და არ გესმოდეს, სად მიგყავს საკუთარი ქვეყანა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა აღნიშნა, რომ „ომი დასრულდება“ და „პუტინის ვერტიკალის დაცემის შემდეგ ბევრი ქვეყანა სხვაგვარი იქნება, მათ შორის საქართველოც“.