მიხაილ პოდოლიაკი - სააკაშვილის ბედი ჩვენთვის პრიორიტეტულია, უკრაინა დაინტერესებულია, რომ სააკაშვილი იყოს თავისუფალი
სააკაშვილის ბედი ჩვენთვის პრიორიტეტულია. უკრაინა დაინტერესებულია, რომ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და არა – პატიმრობაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
პოდოლიაკის თქმით, „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილთან დაკავშირებით არასწორი სტრატეგია აქვს არჩეული.
„სააკაშვილის ბედი ჩვენთვის პრიორიტეტულია. საგარეო საქმეთა სამინისტრო პერიოდულობით, ალბათ კვირაში ერთხელ, უკავშირდება საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას ამა თუ იმ მოთხოვნით. უკრაინის პრეზიდენტი მრავალჯერ აცხადებდა, რომ ის ითხოვს, სააკაშვილი გაშვებული იყოს არა უკრაინაში, არამედ ევროპულ ქვეყანაში, რათა შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს.
მესმის, რომ „ქართულ ოცნებას“ ეროვნული გზავნილები აქვს, მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით ისტორიულად არასწორი სტრატეგია აქვთ. ისტორია უნდა წერდეს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ უნდა იმყოფებოდეს ციხეში და ის შეიძლება გაშვებული იყოს ნებისმიერ ქვეყანაში, რათა შესაბამისი მკურნალობის კურსი ჩაუტარდეს.
უკრაინა დაინტერესებულია, სააკაშვილი იყოს სრულიად გათავისუფლებული და არა – პატიმრობაში. ისტორიული სამართლიანობისთვის, იმისთვის, რომ ისტორია გამოიყურებოდეს ეფექტურად, სწორად, ეს იქნებოდა ძალიან კარგი მოქმედება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მათი მხრიდან სააკაშვილთან დაკავშირებით ჰუმანური ნაბიჯის გადადგმა იქნებოდა სწორი“, – განაცხადა პოდოლიაკმა.