მიხაილ პოდოლიაკი - რუსეთთან სადავო საკითხებზე შეთანხმებას შესაძლოა, კვირა-ნახევრამდე დასჭირდეს, რის შემდეგაც დაიწყება უკრაინა-რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრისთვის სამზადისი
რუსეთთან სადავო საკითხებზე შეთანხმებას შესაძლოა, რამდენიმე დღიდან კვირა-ნახევრამდე დასჭირდეს, რის შემდეგაც დაიწყება უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრისთვის სამზადისი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
„ეს მოხდება უახლოეს კვირებში. ჩვენთვის ადგილს მნიშვნელობა არ აქვს, შესაძლოა, ნებისმიერ ადგილას მოხდეს, გარდა რუსეთისა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკმა უკრაინა-რუსეთის სამომავლო ურთიერთობებზეც ისაუბრა.
„ხიდები აფეთქებულია. ჩვენ შევქმნით ძლიერ საზღვარს და მოვექცევით რუსეთს ისე ცივად, როგორც ამას იმსახურებს ქვეყანა, რომელიც სახლში შემოგვეჭრა, რათა მოვეკალით“, – განაცხადა პოდოლიაკმა.