მიხაილ პოდოლიაკი - რუსეთმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით 120-ზე მეტი რაკეტა ისროლა
მიხაილ პოდოლიაკი - რუსეთმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით 120-ზე მეტი რაკეტა ისროლა

რუსეთმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით 120-ზე მეტი რაკეტა ისროლა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ავრცელებს.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთის სარაკეტო იერიში კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას და მოსახლეობის მასობრივად ხოცვას ისახავს მიზნად.

რუსეთის თავდასხმამ უკრაინის დედაქალაქზე დააზიანა სახლები, სამრეწველო ობიექტი და სათამაშო მოედანი.

უკრაინის საჰაერო თავდაცვა კვლავ მუშაობს და ხელისუფლება ცდილობს მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის გარკვევას.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი დაშავდა. დაბომბვის გამო, ლვოვის 90 პროცენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.