მიხაილ პოდოლიაკი - რუსეთმა უკრაინასთან შეცდომა დაუშვა, როდესაც მოლაპარაკებებზე ომის დასასრულებლად ულტიმატუმები წამოაყენა
რუსეთმა უკრაინასთან შეცდომა დაუშვა, როდესაც მოლაპარაკებებზე ომის დასასრულებლად ულტიმატუმები წამოაყენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა ულტიმატუმებს არ მიიღებს.
„ჩვენი პოზიცია მარტივია: მოლაპარაკებები უნდა იყოს რეალური და ადეკვატური. ამით ის არსებითი გახდება. არსებითი მოლაპარაკებები კი ულტიმატუმის ტონალობას ვერ იღებს. რაც უფრო სწრაფად დაეთანხმება ამას რუსული მხარე, მით ნაკლები დანაკარგი ექნება ამ ომის შედეგად, პირველ რიგში, თავად რუსეთს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.