მიხაილ პოდოლიაკი - ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები ახლა მომგებიანი არ არის არც უკრაინისთვის და არც ევროპისთვის
ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები ახლა მომგებიანი არ არის არც უკრაინისთვის და არც ევროპისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
პოდოლიაკის თქმით, ნებისმიერი დროებითი ზავი იქნება სამომავლოდ რუსეთის მხრიდან აგრესიის გაგრძელების წინაპირობა.
მისივე განცხადებით, ომი თუ საბოლოოდ არ დასრულდება, უკრაინაში არ დაბრუნდებიან მოქალაქეები და ინვესტორები.
„ეს იქნება ნაცრისფერი ზონა, რომელიც მუდმივად გაიზრდება და დააწვება ევროპას. ევროპა იძულებული იქნება მუდმივად განახორციელოს უფრო მეტი ინვესტიცია აქ, რომ როგორმე დაგვეხმაროს სიცოცხლისუნარიანობაში. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში არ არის ხელსაყრელი ევროპისთვის“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკის თქმით, აგრესორთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც კრემლის უკანასკნელი იმედი, რომ გაიმარჯვოს უკრაინაში, გადაწურული იქნება.