მიხაილ პოდოლიაკი - მიხეილ სააკაშვილი ისტორიული ფიგურაა
მიხაილ პოდოლიაკი - მიხეილ სააკაშვილი ისტორიული ფიგურაა

ქვეყნისთვის, რომელიც საკუთარ მომავალზე ფიქრობს, მიხეილ სააკაშვილის დონის ფიგურის ციხეში ყოფნა მართებული არ არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, საქართველო ახლა თავის ისტორიას წერს და მომავალში ყველა ეს მიმდინარე პროცესი ისტორიის სახელმძღვანელოში ჩაიწერება.

„მიხეილ სააკაშვილი ისტორიული ფიგურაა. პოლიტიკური პროცესები განსხვავებულ შეფასებებს მოითხოვს. ვხედავ, რა პრეტენზიებიც აქვთ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ ოპონენტებს. ამ დროს კარგად გვესმის, როგორც პრეზიდენტმა, რა სარგებელი მოუტანა საქართველოს. ქვეყნისთვის, რომელიც საკუთარ მომავალზე ფიქრობს, მიხეილ სააკაშვილის დონის ფიგურის ციხეში ყოფნა მართებული არ არის. თუ არ გინდათ, რომ ის უკრაინას გადმოსცეთ, გადაეცით მაშინ მესამე ქვეყანას, მაგალითად ნიდერლანდებს, ან რომელიმე ევროპულ სახელმწიფოს, ეს იქნება ჰუმანური დამოკიდებულება როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ისტორიის მიმართ, რადგან ის ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო. საქართველო ახლა თავის ისტორიას წერს და მომავალში ყველა ეს მიმდინარე პროცესი ისტორიის სახელმძღვანელოში ჩაიწერება. აქედან გამომდინარე, თუ საქართველოს მთავრობა მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს, ეს იქნება სწორი ნაბიჯი და ამით საკუთარ ისტორიულ როლსაც შეასრულებენ“, – განაცხადა პოდოლიაკმა.