მიხაილ პოდოლიაკი - ამჟამად უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს
ამჟამად უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ასევე მუშავდება ხელშეკრულებების პაკეტი უკრაინის პოზიციის გათვალისწინებით.
პოდოლიაკის თქმით, უკრაინული მხარე მუდმივ კავშირშია რუსეთის წარმომადგენლებთან და როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ამბობს, აგრესორი ქვეყანა უკვე აცხადებს, რომ მზადაა ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი დიალოგისთვის.
„ახლა ჩვენ ვეძებთ ადგილს და ვამუშავებთ შეთანხმებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის პოზიციას. როცა ეს უკვე დამუშავებული, შეთანხმებული იქნება, მაშინ პრეზიდენტები უკვე შეძლებენ შეხვედრას და საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების დებულებების შემუშავებას. არამგონია, ბევრი დრო დაგვჭირდეს აქამდე მისასვლელად“, – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.