მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ „ვაშინგტონ პოსტის“ სტატია საზოგადოებას უქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკრაინა ინფანტილური და იმპულსური სახელმწიფოა, რომლის ნდობაც არ შეიძლება
მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ „ვაშინგტონ პოსტის“ სტატია საზოგადოებას უქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკრაინა ინფანტილური და იმპულსური სახელმწიფოა, რომლის ნდობაც არ შეიძლება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა „ვაშინგტონ პოსტი“ გააკრიტიკა. მიხაილ პოდოლიაკის თქმით, გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საუბარია უკრაინის მიერ ომის წლისთავზე რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი დარტყმების შესახებ, საზოგადოებას უქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკრაინა ინფანტილური და იმპულსური სახელმწიფოა, რომლის ნდობაც არ შეიძლება.

„მსგავსი პუბლიკაციები, რომლებიც აუცილებლად ეყრდნობა „ანონიმურ წყაროებს“ ასრულებს ერთადერთ კატასტროფულ ფუნქცია – დასავლეთის დედაქალაქებში ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, ვითომდაც უკრაინა არაგონივრული, ინფანტილური და იმპულსური სახელმწიფოა. გაცნობიერებულად კეთდება თუ გაუცნობიერებლად, ეს სხვა საკითხია“, – ამბობს პოდოლიაკი.

მისივე განმარტებით, უკრაინა ომს „რკინის მათემატიკური ლოგიკით“ უდგება.

„ჩვენ გვჭირდება შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, რათა გავანადგუროთ რუსული ლოჯისტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სხვადასხვა სახის ავიაცია ჩვენი საჰაერო სივრცის დასაცავად და რუსული საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად. ეს გახლავთ წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაციის და დანაკარგების შემცირების მთავარი შემადგენელი ნაწილი“, – ამბობს პოდოლიაკი.