მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები 16 მარტს განახლდება
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების პროცესი 16 მარტს განახლდება. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა გააკეთა.
„ძალიან რთული მოლაპარაკებების პროცესია. არსებობს ფუნდამენტური წინააღმდეგობები, მაგრამ კომპრომისისთვის ადგილი არის. შესვენების დროს მუშაობა ქვეჯგუფებში გაგრძელდება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.