მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა არ წავა ტერიტორიულ დათმობებზე რუსეთთან, მათ შორის, ოკუპირებული ყირიმის მომავალთან დაკავშირებით
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა არ წავა ტერიტორიულ დათმობებზე რუსეთთან, მათ შორის ოკუპირებული ყირიმის მომავალთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა.
„რაც შეეხება ძირითადს, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების რეალურ საფუძველს წარმოადგენს რუსული შეიარაღებული დაჯგუფებების სრულად გაყვანა უკრაინის 1991 წელს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრიდან, მათ შორის ყირიმიდან“, – აღნიშნა პოდოლიაკმა და თქვა, რომ რაიმე სახის ტერიტორიული დათმობა ან ვაჭრობა გამორიცხულია.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩევლის ინტერვიუ, სადაც მან თქვა, რომ უკრაინა მზად იქნება ყირიმის მომავალზე მოლაპარაკებისთვის, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მიაღწევენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ნახევარკუნძულის ადმინისტრაციულ საზღვარს.