მიხაელ როთმა გადაწყვიტა, რომ ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მიცემაში დაეხმაროს
გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი აქვეყნებს ინფორმაციას, თუ როგორ შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მისაცემად რეგისტრაციას.
როთი აქვეყნებს ორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცედურაში დაეხმარებიან.
„ბევრი ქართველი მეგობარი მეკითხება, თუ როგორ შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ, რომ ხმის მიცემა შეძლონ. ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის არჩევანი თქვენი ქვეყნის ევროპულ მომავალსა და იზოლაციასა და ცხოვრების რუსულ სტილს შორის. რეგისტრაციის პროცედურა არის საკმაოდ რთული და ეს ორი ბიჭი – ნიკა და ემილი დაგეხმარებიან რეგისტრაციის პროცესში. აქ თქვენ ნახავთ საკონტაქტო ინფორმაციას და გთხოვთ, დაუკავშირდით მათ. ისინი ცდილობენ თქვენს დახმარებას, რადგან თქვენი არჩევანი, თქვენი ხმა მნიშვნელოვანია. გთხოვთ, თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული ევროპული მომავლით, მეტი დემოკრატიით, მეტი თავისუფლებით, გამოიყენეთ შანსი 26 ოქტომბერს და დარეგისტრირდით 7 ოქტომბრამდე, თუ არ ცხოვრობთ საქართველოში, თუ ცხოვრობთ საზღვარგარეთ, მაგალითად გერმანიაში ან სხვა ქვეყანაში“, – ამბობს მიხაელ როთი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.