მიხაელ როთი, რომელიც თბილისში ოპოზიციის აქციებს ესწრებოდა, აცხადებს, რომ ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს არჩევნები
მიხაელ როთი, რომელიც თბილისში ოპოზიციის აქციებს ესწრებოდა, აცხადებს, რომ ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს არჩევნები

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, რომელიც ოპოზიციის აქციებს თბილისში ესწრებოდა, აცხადებს, რომ ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.

ამის შესახებ მიხაელ როთი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„საქართველოში მმართველი პარტია თუ ასე დარწმუნებულია თავის „პატიოსან გამარჯვებაში“, ის აუცილებლად დაუყოვნებლივ დაიწყებს გაყალბების ყველა ბრალდების დამოუკიდებელ გამოძიებას. მაშინ ახალი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული დამოუკიდებელ ანგარიშზე დაყრდნობით. ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები“, – წერს მიხაელ როთი.