მიხაელ როთი - ხალხო, შეხედეთ საქართველოს, მადლობა საქართველოში ყველა ერთგულ ევროპელს, მართლა ვამაყობ თქვენით
ხალხო, შეხედეთ საქართველოს! სოლიდარობას ვუცხადებ თბილისში მშვიდობიანი აქციის ყველა მონაწილეს, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
როთის თქმით, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა ღირს.
„დანებება ალტერნატივა არ არის. მადლობა საქართველოში ყველა ერთგულ ევროპელს! მართლა ვამაყობ თქვენით“, – წერს მიხაელ როთი და აქციის ფოტოებს აქვეყნებს.