მიხაელ როთი - აშკარაა, ოპოზიცია შესაბამისად არ აფასებდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ბევრ მოქალაქეს სრულიად სამართლიანად ეშინია ომისა და აგრესიის
აშკარაა, რომ ოპოზიცია შესაბამისად არ აფასებდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ბევრ მოქალაქეს სრულიად სამართლიანად ეშინია ომისა და აგრესიის, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მიხაელ როთის თქმით, საქართველოს ბევრ მოქალაქეს სრულიად სამართლიანად ეშინია ომისა და აგრესიის.
„აშკარაა, ოპოზიცია აბსოლუტურად არ აფასებდა შესაბამისად იმ ფაქტს, რომ საქართველოს ბევრ მოქალაქეს სრულიად სამართლიანად ეშინია ომის, აგრესიის, რომ „გლობალური ომის პარტია არსებობს“ და ეს გახლავთ რუსეთი. სრულად მესმის ის, რომ ადამიანები დაუცველად გრძნობენ თავს, განსაკუთრებით თქვენს ქვეყანაში, რადგან თქვენი ტერიტორიების 20 პროცენტი რუსული ოკუპაციის ქვეშ გახლავთ. ეს დიდი იმედგაცრუებაა.
ჩვენ ევროპაში – გერმანელებმა, ფრანგებმა და ყველამ თვალები დავხუჭეთ 2008 წელს, შორს ვიყავით, როგორც მეგობრები და მოკავშირეები, მაგრამ ვეცადეთ, გვესწავლა ჩვენს შეცდომებზე. ამიტომ ცოტა მოთმინებით უნდა მოგვეპყრონ, ზოგჯერ დრო სჭირდება იმას, რომ შემოტრიალების წერტილს მივაღწიოთ. გერმანიაში ამას ვუწოდებთ წყალგამყოფ მომენტს. თქვენს საზოგადოებაში ეს შეშფოთებები ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ. ომი გახლავთ სრული კატასტროფა და ამაზეც უნდა ვისაუბროთ. ჩვენ უნდა შევქმნათ უზარმაზარი კოალიცია „გლობალური ომის პარტიის“ – რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რატომაც ვიმყოფებით აქ. ყველას მოგესალმებით, თუ შემოგვიერთდებით“, – განაცხადა მიხაელ როთმა.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.