მიხაელ როთი - არ ვურჩევ ევროკავშირის ინსტიტუტებს, დაიწყონ მოლაპარაკებები ამ კანონის დეტალებისა და პუნქტების შესახებ, ჩვენ არ გვჭირდება მოდიფიკაცია, შეაჩერეთ, უბრალოდ, შეაჩერეთ
მე არ ვურჩევ ევროკავშირის ინსტიტუტებს, დაიწყონ მოლაპარაკებები ამ კანონის დეტალებისა და პუნქტების შესახებ. ჩვენ არ გვჭირდება მოდიფიკაცია. შეაჩერეთ ის, უბრალოდ, შეაჩერეთ, – ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთიმ განაცხადა.
როთის თქმით, „კანონის არსი არის რუსული“.
„რადგან ეს არ არის ნდობის ნიშანი, ეს არის უნდობლობის ნიშანი. თქვენ შეგიძლიათ, არ გვენდობოდეთ, არ არის აუცილებელი, გვენდობოდეთ. შეიძლება თქვა, რომ ეს რთულია, მაგრამ კარგი, მე პატივს ვცემ ამას, თუმცა, საბოლოოდ, თქვენ თუ არ ენდობით ორგანიზაციებს, აქტივისტებს ადგილზე, რომლებიც ცდილობენ, დაგეხმარონ ამ რთულ პერიოდში, ეს ძალიან რუსულად ჟღერს. სწორედ ამიტომ ჩემმა კანცლერმა ძალიან მარტივად თქვა, რომ ევროკავშირში, ევროპაში არავის სჭირდება ასეთი კანონი. ძალიან მარტივი გასაგებია. და მე არ ვურჩევ ევროკავშირის ინსტიტუტებს, დაიწყონ მოლაპარაკებები ამ კანონის დეტალებისა და პუნქტების შესახებ. ჩვენ არ გვჭირდება მოდიფიკაცია. შეაჩერეთ ის, უბრალოდ, შეაჩერეთ“, – განაცხადა მიხაელ როთმა.