მიხაელ გალერი - ვისურვებდი, შეიცვალოს პოლიტიკური კლიმატი, იყოს წინსვლა კონსენსუსით და ნაკლები დაპირისპირებებით, რომელიც დაინტერესებულ პირთა საერთო მიზანს მოემსახურება
ვისურვებდი, შეიცვალოს პოლიტიკური კლიმატი, იყოს წინსვლა კონსენსუსით და ნაკლები დაპირისპირებებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელმა, მიხაელ გალერმა განაცხადა.
მიხაელ გალერი ალბერტ იონსონის მსგავსად აღნიშნავს, რომ არ აქვთ ის პოზიცია, იცოდნენ, რა გავლენა მოახდინა არჩევნებთან დაკავშირებულმა ბრალდებებმა პროცესზე და ამის გამოძიებისკენ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს მოუწოდებენ.
„ზოგადად, რა თქმა უნდა, საარჩევნო დღე ვაკუუმში არ მიმდინარეობს და ეს ყველაფერი არის წინასაარჩევნო პერიოდისა და გარემოებების შედეგი, ეს ყველაფერი საერთო პროცესზე ახდენს გავლენას. როგორც ელჩმა ჯონსონმა აღნიშნა, ჩვენ არ გვაქვს წვდომა და სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ შესაბამის და კომპეტენტურ ადგილობრივ ორგანოებს. ამასთან, კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელსაც შევეხები არის, რომ ვისურვებდი, შეიცვალოს პოლიტიკური კლიმატი და ეს დიალოგი. იყოს წინსვლა კონსენსუსით და ნაკლები დაპირისპირებებით, რომელიც დაინტერესებული პირების საერთო მიზანს მოემსახურება“, – განაცხადა მიხაელ გალერმა.