მიხაელ გალერი - უნდა მისდიოთ რეკომენდაციებს, მოახდინოთ 12 პუნქტის იმპლემენტაცია, გახსოვდეთ, ამას აკეთებს მთელი საქართველო და არა მხოლოდ მთავრობა ან მმართველი პარტია
ჩვენ არ გტოვებთ, თქვენთან ვართ და ვიმედოვნებ, ისინიც, ვინც საქართველოში მუშაობენ, ქვეყანას იმედს არ გაუცრუებენ იმით, რომ აიგნორებენ ან არ მუშაობენ 12 პუნქტის შესრულებაზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა განაცხადა.
„როგორც მოისმინეთ, დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველო კანდიდატ ქვეყნებთან ერთად ერთ დონეზე მოიხსენია. ახლა პირველ რიგში უნდა მისდიოთ რეკომენდაციებს, შეასრულოთ ისინი და მოახდინოთ 12 პუნქტის იმპლემენტაცია, რის გამოც ჯერ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არ გტოვებთ, თქვენთან ვართ და ვიმედოვნებ, ისინიც, ვინც საქართველოში მუშაობენ, ქვეყანას იმედს არ გაუცრუებენ იმით, რომ აიგნორებენ ან არ მუშაობენ 12 პუნქტის შესრულებაზე. ჩვენი მუდმივი მოწოდება ყოველთვის ერთია – გთხოვთ, გააკეთეთ ეს ერთად. გახსოვდეთ, რომ ამას აკეთებს მთელი საქართველო ერთად და არა მხოლოდ მთავრობა ან მმართველი პარტია. ეს ეხება მთელ მოსახლეობას, ყველა პოლიტიკურ პარტიას. ამის მიხედვით თქვენ უნდა იპოვოთ საერთო გზა ევროპისკენ. რაც შეეხება პროგრესის გაზომვას, ჩემი რჩევა იქნება, იმუშავეთ და ვიდრე დაასრულებთ ყველაფერს, გაგზავნეთ შედეგი ვენეციის კომისიაში. როგორც კი დადებით შეფასებას მიიღებთ ვენეციის კომისიისგან, ჩვენ აქ ვართ, რომ მხარი დაგიჭიროთ“, – განაცხადა მიხაელ გალერმა.