მიხაელ გალერი - საქართველოში გუშინდელი საარჩევნო პროცესი იყო მომწიფებული, მშვიდი, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
მსურს, საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივულოცო, რომ საარჩევნო პროცესი იყო მომწიფებული და მშვიდი, ეს მნიშვნელოვან წილს შეიტანს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა განაცხადა.
ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობას უხდის.
მიხაელ გალერის განცხადებით, ისინი ხედავენ საქართველოს მისწრაფებას, რომ გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს ნაწილი.
„მსურს მთელი გულით მივულოცო ქართველ მოსახლეობას, რადგან მაღალი აქტიურობა იყო არჩევნებში. თქვენ ფაქტობრივად გამოიყენეთ თქვენი დემოკრატიული უფლება, რომ აგერჩიათ ადგილობრივი კანდიდატი. ფაქტობრივად, ეს ცხადჰყოფს, რომ გსურთ, თქვენი ხმა იყოს გაჟღერებული და ეს აისახოს იმაში, რომ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს. რასაკვირველია, ჩვენთვის საქართველო გახლავთ მთავარი პარტნიორი. ჩვენ კარგად ვუწყით ასოცირების ხელშეკრულების და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესახებ ხელმოწერაზე. ჩვენ ვხედავთ საქართველოს მისწრაფებას, რომ ის გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს ნაწილი. გასული წლები თქვენი ქვეყნისთვის ძალიან რთული გახლდათ, არამხოლოდ პანდემიის გამო, არამედ ძალიან დიდხნიანი პოლიტიკური დაპირისპირების გამო, რომელიც ჯერჯერობით კიდევ არ არის ეფექტიანად მართული და ამ ყველაფერმა სიტუაცია გაამწვავა. თავისუფალი და კონკურენტული გარემოს არარსებობა, რასაკვირველია ხელს უშლის კანდიდატებს, რომ იმოღვაწეონ თანაბარ გარემოში, ეს უკავშირდება ასევე კომპეტენტურ უწყებებს, რომ დაშინების ფაქტები გამოიძიონ ეფექტიანად. ასევე, ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას. აგრეთვე, არ უნდა მოხდეს ამ დაუსჯელობის სინდრომის გაგრძელება. რასაკვირველია, არის საკითხები, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს. არჩევნების შემდგომ პერიოდშიც ვისურვებდით, რომ მთავრობამ და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გაითვალისწინოს ამ საკითხების მოგვარება მშვიდობიან გარემოში“, – განაცხადა გალერმა.
მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორები მოელიან, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდება.
ამასთან, ევროპარლამენტრი იმედოვნებს, რომ საჩივრები, რომელიც წარდგენილია შესაბამის უწყებებში, განხილული იქნება.
„მსურს, მივმართო ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ საკითხების გაშუქება მოხდეს ყოვლისმომცველად და არა შერჩევითი ფორმატით, არა შერჩევითი მეთოდით, რომელიც მხოლოდ თქვენთვის იქნება ხელსაყრელი. რასაკვრიველია, ჩვენ მოველით, რომ პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს და გატარდეს უფრო მეტად მკვეთრი რეფორმები. ჩვენ დელეგაცია დადებს პირველად შედეგებს და დასკვნებს, რომელიც უკავშირდება საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას. ჩვენ ვაკვირდებით ხმების დათვლის პროცესს თბილისში, მსურს მადლობა გადავუხადოთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსაც. ესენი არიან მართლაც თავდადებული და ერთგული ქალები, რომლებიც ძალიან ბევრს მოღვაწეობენ და შრომობენ. უმეტესობა ჩვენგანმა მოვინახულეთ საარჩევნო უბნები, მაგრამ ზოგიერთი უბანი არ იყო ადაპტირებული შშმ პირებისთვის, რომ მათაც მიეცათ სათანადოდ ხმა. ასევე, აღინიშნებოდა ფიზიკური დისტანციის დარღვევა, ამომრჩევლების სიჭარბის გამო. მაგალითად, მარნეულში შევნიშნეთ დაძაბულობა რამდენიმე უბანზე, განსაკუთრებით ეს უკავშირდებოდა ადგილობრივ დამკვირვებლებს და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს. ასევე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც აღინიშნებოდა რამდენიმე პროცედურა. ძირითადად დადებითად იყო შეფასებული პროცესები, მაგრამ პოლიცია ძალიან ახლოს იყო საარჩევნო უბანთან ყოველგვარი მიზეზის გარეშე. რაც შეეხება რადიუსის დაცვას, ნაწილობრივ იყო ესეც აღსრულებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საჩივრები, რომელიც არის წარდგენილი კომპეტენტურ ორგანოებში, იქნება განხილული და სრულად მოხდება აღსრულება იმ რეფორმებისა, რომლებიც დგას დღეს საქართველოს დღის წესრიგში. კიდევ ერთხელ მსურს მივულოცო საქართველოს მოსახლეობას, რომ იყო მომწიფებული და მშვიდი საარჩევნო დღე, საარჩევნო პროცესი. ფაქტობრივად, ეს მნიშვნელოვან წილს შეიტანს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელმა, მიხაელ გალერმა.