მიხაელ გალერი - მესამე ვიზიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ საქართველოში დისკუსია შეთანხმებისკენ წავა
ჩვენი მოსაზრებაა, რომ ახლა დროა, დანიელსონის შემოთავაზებამ და გამართული მოლაპარაკებების შედეგმა საქართველოს პოლიტიკურ ძალებში ჰპოვოს ასახვა, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამეტარმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის საგარეო საკითხების სპიკერმა, მიხაელ გალერიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც მიხაელ გალერიმ აღნიშნა, კრისტიან დანიელსონის მესამე ვიზიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ დისკუსია საქართველოში შეთანხმებისკენ წავა.
„ჩვენი მოსაზრებაა, რომ ახლა დროა, დანიელსონის შემოთავაზებამ და გამართული მოლაპარაკებების შედეგმა საქართველოს პოლიტიკურ ძალებში ჰპოვოს ასახვა. ეს დიდი ხანს არ უნდა გაგრძელდეს და დიდი ხანი არ უნდა დასჭირდეს მათგან გზავნილის მიღებას, რომ წინ წასაწევად გზა არსებობს. სწორედ ამ შემთხვევში ექნება აზრი კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაბრუნებას. ისე ვერ გამოვა, რომ ჩვენ დავბრუნდეთ და თქვენ შეთანხმებისთვის მზად არ იყოთ. საბოლოო ჯამში ეს ხომ თქვენი შეთანხმებაა. ჩვენ შეგვიძლია, შემოგთავაზოთ და ეს წინადადება უკვე გავაკეთეთ. ევროპარლამენტის მხრიდანაც მხარს ვუჭერთ დანილესონის წინადადებას. მესამე ვიზიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ დისკუსია საქართველოში შეთანხმებისკენ წავა“, – განაცხდა მიხაელ გალერიმ.
მიხაელ გალერთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოისმენთ ორშაბათს 19 აპრილს, 14:00 საათზე, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.