მიხაელ გალერი - გვაქვს თუ არა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის რამე შედეგი, რომელიც განსხვავდება ოფიციალური შედეგებისგან
მიხაელ გალერი - გვაქვს თუ არა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის რამე შედეგი, რომელიც განსხვავდება ოფიციალური შედეგებისგან

გვაქვს თუ არა ხმების პარალელური დათვლის რამე შედეგი, რომელიც განსხვავდება ოფიციალურად გამოცხადებული შედეგებისგან? შეგვიძლია თუ არა, მივიღოთ შედეგები ისე, როგორც გამოცხადდა მოცემული არასამართლიანი ჩარჩოს პირობებში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

„მე მტკიცედ ვურჩიე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიებს, ჩაატარონ ხმის პარალელური დათვლა შეძლებისდაგვარად. ვადევნებდი თვალს შედეგების ოფიციალურ დადასტურებას. ჩემი შეკითხვა ასეთია: გვაქვს თუ არა ხმების პარალელური დათვლის რამე შედეგი, რომელიც განსხვავდება ოფიციალურად გამოცხადებული შედეგებისგან? შეგვიძლია თუ არა, მივიღოთ შედეგები ისე, როგორც გამოცხადდა მოცემული არასამართლიანი ჩარჩოს პირობებში? თუ იყო ასევე, ასე ვთქვათ, აქტიური მანიპულაცია დათვლის პროცესში?“, – განაცხადა გალერმა.