„ფორმულა 1“-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის ვაჟმა, მიკ შუმახერმა, „ფორმულა 2“-ში თავის მომავალ გამოსვლაზე ილაპარაკა და კომენტარი გაუკეთა მის განვითარებაში ფერარის პილოტ სებასტიან ფეტელის როლს.
„უახლოეს ხანში, უბრალოდ, გავაგრძელებ წინსვლას, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდი. დაბალი სერიები განკუთვნილია ახალგაზრდა პილოტების განვითარებისთვის. ბევრი რამის სწავლა მომიწევს ამ წელს, უნდა შევითვისო ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია და შევეცადო მისი გამოყენება. მოხარული ვარ, რომ მჭიდროდ ვთანამშრომლობ სებასტიან ფეტელთან. მას უდიდესი გამოცდილება აქვს. ყოველთვის სასიამოვნოა მასთან ყველაფერზე ლაპარაკი“, – ამბობს მიკ შუმახერი მოტორპორტთან (Motorsport) ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სეზონში უმცროსი შუმახერი „ფორმულა 2“-ში გამოვა პრემას გუნდის ბოლიდით. ასევე, მიკიფერარის აკადემიაში ჩარიცხეს.