ფორმულა 1-ის დირექტორი - მიკისთვის ჩვენი სერია ჯერ ადრეა
ფორმულა 1-ის დირექტორი - მიკისთვის ჩვენი სერია ჯერ ადრეა

ფორმულა 1-ის სპორტული დირექტორი – როს ბრაუნი მიიჩნევს, რომ მიკ შუმახერისთვის, მსოფლიოს უძლიერეს სარბოლო სერიაში ძალების მოსინჯვა, ჯერ ადრეა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ვაჟი ფორმულა 3-ში გამოდის, სადაც სეზონის ლიდერია.

„მიკის პროგრესი გვაიმედებს, – მოჰყავს ბრაუნის სიტყვები F1–ის ოფიციალურ ვებ–გვერდს – მისი მუშაობა ჩემში ბევრ მოგონებას იწვევს, მაგრამ წინ ეტაპობრივად უნდა ვიაროთ, რათა ფორმულა 1-სთვის მზად ვიყოთ. თუ ჩვენ მას პირდაპირ ამ სერიაში შევაგდებთ, შესაძლოა გადაიწვას. მიკი ჭკვიანი ახალგაზრდა მამაკაცია, მას ესმის, რომ ჯერ უნდა გაიზარდოს. ლოგიკურად, მის კარიერაში მომდევნო ეტაპი – ფორმულა–2  უნდა იყოს. ეს მას „პირელის“ საბურავებთან შეგუებაში და ფორმულა 1-ის ტრასების გაცნობაში დაეხმარება.“