მიკ შუმახერი - მამასთან შედარება ჩემთვის დიდი პატივია
მიკ შუმახერი - მამასთან შედარება ჩემთვის დიდი პატივია

ფორმულა 3-ის ჩემპიონმა და ფერარის ახალგაზრდული აკადემიის მონაწილემ მიკ შუმახერმა განაცხადა, რომ მას არ ეუხერხულება შესაძლო შედარება მამასთან – მსოფლიოს შვიდგზის ჩემპონთან მიხაელ შუმახერთან.

„მამასთან შედარება არასოდეს ყოფილა ჩემთვის პრობლემა. სინამდვილეში ყველაფერი მარტივია: ჩემი მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დაიწყონ ჩემი შედარება ფორმულა 1-ის ისტორიაში საუკეთესო პილოტთან. ის მამა და ჩემი კერპია – ჩემთვის მასთან შედარება ძალიან საპატიოა, რადგან მე შემიძლია მხოლოდ გავაგრძელო სწავლა და ვცადო მომატება.
ფორმულა 3-დან ფორმულა 2-ში გადასვლა ძალიან დიდი სირთულეს არ წარმოადგენს. ძირითადი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ 100 პროცენტით შეიგრძნო საბურავების მუშაობა. აქ გაცილებით მაღალია მოჭიდების ძალა, უფრო მაღალია სიჩქარე, ასე რომ, მანქანასთან გაცილებით მეტი მუშაობა გიწევს“, – მოჰყავს უმცროსი შუმახერის სიტყვები მოტორსპორტს (motorsport.com).