მიკ შუმახერი გერმანიის გრანპრის მონაწილე იქნება

17:35, 11.04.2019

ფერარის სარბოლო აკადემიის პილოტი მიკ შუმახერი გერმანიის გრანპრიზე პარასკევის პრაქტიკაში მიიღებს მონაწილეობას. ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟი ივლისში ფერარის ძრავით აღჭურვილ ერთ-ერთ ბოლიდს მიუჯდება საჭესთან, – წერს გერმანული გამოცემა ექსპრესი.

ამ იდეას უკვე დაუჭირა მხარი ჰოკენჰაიმრინგის ტრასის წარმომადგენელმა იორნ ტესკემ. მან განაცხადა, რომ მიკის გამოჩენა გერმანიის გრანპრიზე უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება ფორმულა 1-ის გერმანელი გულშემატკივრებისთვის.

შეგახსენებთ, რომ უმცროსმა შუმახერმა ორი დღე იმუშავა ბაჰრეინში გამართულ ტესტებზე. პირველ დღეს ის ფერარის წლევანდელი ბოლიდით გავიდა ტრასაზე და მეორე დრო აჩვენა, მეორე დღეს – ალფა რომეოს მანქანით მუშაობდა. სავარაუდოდ, გერმანიაში მიკი სწორედ ალფა რომეოთი გაივლის პრაქტიკას.

მსგავსი