მიკ შუმახერი ფერარის ბოლიდის საჭესთან დაჯდა (ვიდეო)
ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის ვაჟს მიკ შუმახერს ფერარის ბოლიდის საჭესთან დებიუტი ჰქონდა. ეს მოხდა ტესტებზე, რომლებიც ბაჰრეინის ტრასაზე იმართება.
„მას უხდება წითლები“, – დაწერა თავის ტვიტერზე ფორმულა 1-ის პრესსამსახურმა.
უმცროსი შუმახერი 3 აპრილს გააგრძელებს ტესტებს, ოღონდ ფერარის ბოლიდს ალფა რომეოს მანქანით შეცვლის.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მიკ შუმახერი ფორმულა 1-ის ბოლიდის საჭესთან ზის. 2017 წელს მან ბენეტონის მანქანა გაიყვანა ტრასაზე.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, მიკ შუმახერი ფორმულა 3-ის ჩემპიონი გახდა, დღეისთვის კი ფერარის ახალგაზრდული პროგრამის ნაწილია.
A Schumacher. A Ferrari. @SchumacherMick drives out for the first time for @ScuderiaFerrari #F1Testing pic.twitter.com/xGnrYBCUsr
— Formula 1 (@F1) April 2, 2019